საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

მედია და საზოგადოება 17 ივნისი 2026
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა.

მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის, ნიკო თათულაშვილის განცხადებით, ანგარიში მომზადებულია იმ სამოქმედო გეგმების ანგარიშებზე დაყრდნობით, რომლებსაც  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ამტკიცებენ.

მისი თქმით, ანგარიში  8 თავისგან შედგება, რომლებიც შეეხება შემდეგ საკითხებს: ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავება; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულება;  დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა; დასაქმების ხელშეწყობა; განათლების უფლების ხელმისაწვდომობა;  კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა; სტატისტიკის წარმოება და მონაცემთა შეგროვება.

ნიკო თათულაშვილმა კომიტეტის წევრებს აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებული აქტივობები გააცნო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის შარშან სპეციალური პაკეტი მოქმედებდა, რომელიც მოიცავდა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, გეგმურ ოპერაციებს, ონკოლოგიურ მკურნალობას, ინფექციური დაავადებების მართვას, რეაბილიტაციას, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სტომატოლოგიურ მომსახურებას. 

„2025 წელს პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელი ამოქმედდა, რომელიც მოიცავს პრევენციულ, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებს. დამატებით 120 მილიონი ლარია ამისთვის გათვალისწინებული შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი. 2025 წლის მდგომარეობით, აკრედიტაცია გაიარა ქვეყნის სტაციონარული დაწესებულების 86%-მა, რაც მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. მუნიციპალიტეტებში განხორციელდა მრავალფეროვანი სოციალური და სამედიცინო პროგრამები, რომლებიც ეხება სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ბინის ქირას, მიზნობრივ ფულად დახმარებას, უფასო სასადილოთი სარგებლობას, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსებას, უფასო ტრანსპორტირებას, რეაბილიტაცია/აბილიტაციას, პერსონალურ ასისტენტს, შინ მოვლის სერვისებს და დამხმარე საშუალებებს. მხოლოდ თბილისის მერიის სერვისებით 9 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა. ასევე, საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტროს 20 დაჭრილ/დაშავებული მოსამსახურის 30 საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურება განხორციელდა“, - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის: ბიოფსიქოსოციალური მოდელის გამოყენებაზე, პერსონალური ასისტენტის პროგრამაზე, მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე, შშმ პირთა საპარკინგე ნიშნების არაკეთილსინდისიერ და არამიზნობრივ გამოყენებაზე, შშმ პირთა დასაქმებაზე, მედიკამენტების მისაწვდომობაზე და სხვა. 
​

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R