საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალექსანდრე ტაბატაძე ფილიპინების რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მედია და საზოგადოება 06 თებერვალი 2025
ალექსანდრე ტაბატაძე ფილიპინების რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ფილიპინების რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, გილბერტო ტიოდოროს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ალექსანდრე ტაბატაძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებიც მიმოიხილა.


„საინტერესო შეხვედრა მქონდა ფილიპინების რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან. შეხვედრისას ჩვენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათ გავლენებზე ვისაუბრეთ. ასევე ინფორმაცია გავცვალეთ ბოლო წლებში ორ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი გამოითქვა, შესაბამისად, მომავალში მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას გავუსვით ხაზი", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ.


​მანილაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საპარლამენტო ფორუმს დაესწრო და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R