საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

მედია და საზოგადოება 22 მაისი 2022
ალუდა ღუდუშაური: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა მცხეთა-მთიანეთის მხარის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურისათვის ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილის გადაცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა.


გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდების მიზნით, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა.


შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.


ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ყველა სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.


​როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, გეოგრაფიული მდებარეობისა და მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ძალიან დიდი საჭიროება იყო, მაღალი გამავლობის რეანიმობილი ჰქონოდა ყაზბეგის რაიონს, რათა მოსახლეობას, ასევე უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს, რომლებიც ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ რეგიონს, ადგილზე მიეღოთ სრულყოფილი ჯანდაცვის სერვისები.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს გადაეცა რეანიმობილი. ეს შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად სამომავლოდ ძალიან ბევრი გადარჩენილი სიცოცხლისთვის გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას - მინისტრს და მოადგილეებს. ეს არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის და არა მარტო ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, მთლიანად ვიზიტორებისთვისაც, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი გარანტია იმისა, რომ დაცული იქნება მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სავალალო შემთხვევების დროს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


რეანიმობილის გადაცემას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.


საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაბა სტეფანწმინდის გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს.


მადლობა გადაუხადეს მათ პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისათვის და პროფესიულ საქმიანობაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვეს.


​ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R