საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 თებერვალი 2023
ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტების ჯგუფს შეხვდა. დეპუტატმა სტუმრებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის კუთხით ტარდება.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყანაში ადამიანი, მისი უფლებების და იმ ღირებულებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ღირსებას და მისი უფლებების განხორციელებას უკავშირდება.


ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საკანონმდებლო პროცესში მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელთა მოსაზრებების, შეხედულებების და წინადადებების გაცნობა და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე და ქვეყნის განვითარების მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ რეფორმებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ეცოდინება აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას, მით მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან და ურთიერთთანამშრომლობა უფრო დინამიური იქნება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


შეხვედრის მონაწილეებმა შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი შეათანხმეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის მნიშვნელობა აღნიშნეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R