საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ძლიერ და ეფექტურ სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს

პლენარული სხდომები 26 აპრილი 2022
ალუდა ღუდუშაური: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ძლიერ და ეფექტურ სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ცვლილებების პროექტი, კოლეგებს, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე გააცნო. მისი შეფასებით, ცვლილებებით ინსტიტუციონალურად ძლიერდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ეს არის იმ პირობის შესრულება, რომელიც უწყების გაყოფის პროცესში დაიდო.


„ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ ცვლილებები პრაქტიკულად გავლილი და შეთანხმებულია ოპოზიციასთან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იყო შეხვედრა, რომელზეც ძალიან საქმიანად, აქტიური საკითხები იყო განხილული. და თქვენს წინაშე შეჯერებული და გადამუშავებული ვარიანტია წარდგენილი. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების არსს - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი, სპეციალური დაბრკოლების და ნებართვის გარეშე, შეძლებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას, იმისათვის, რომ დროულად და ეფექტურად შეძლოს მტკიცებულებების აკრეფა, აღება და შემდეგ უკვე საქმეზე დამაგრება. აღსანიშნავია, რომ სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


მისივე შეფასებით, საბოლო ჯამში, კანონპროექტი ძლიერი და ეფექტური სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს. სხდომაზე ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მიზანშეწონილად მიიჩნიეს. დეპუტატების დამოკიდებულება კენჭისყრის შედეგებზეც აისახა, რომლის მიხედვითაც ცვლილებებს 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R