საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილი - დღევანდელი შეხვედრა პასუხობს 9 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს - იყოს სივრცე დიალოგისთვის და გვქონდეს შესაძლებლობა ჩვენი მოსაზრებები გავცვალოთ

მედია და საზოგადოება 22 Nov 2023
ანრი ოხანაშვილი - დღევანდელი შეხვედრა პასუხობს 9 პრიორიტეტიდან ერთ-ერთს - იყოს სივრცე დიალოგისთვის და გვქონდეს შესაძლებლობა ჩვენი მოსაზრებები გავცვალოთ

პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე სასამართლო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს.

 

„ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება დიალოგის პლატფორმების შექმნას და დისკუსიის სივრცის შესაძლებლობას, ამიტომ დღევანდელი შეხვედრაც პასუხობს 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ერთ-ერთს, რათა იყოს სივრცე დიალოგისთვის და ჩვენ, სამოქალაქო პლატფორმის მეშვეობით, გვქონდეს შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და ასევე, მოვისმინოთ მათი ხედვა, მათ შორის, ამ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა მათი პოზიტიური წვლილი კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის მიღებაში.

 

„ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფმა მიზნად დაისახა საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. ჩვენ, სამოქალაქო პლატფორმის მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მივეცით საშუალება, რომ ჩართულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ჯგუფის მუშაობაში, ისევე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის რიგმა წარმომადგენელმა ამ ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადა და ეს ბოლომდე ასე გაგრძელდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, სწორედ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგია კანონებში ასახული და ბევრი საკითხი დადებითად გადაწყვეტილი, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

 

„როდესაც ევროკომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, მათ შორის, მხედველობაში მიიღო სასამართლოსთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ მიმართულებით. ამიტომ საუბარი თითქოს არაფერი გაკეთებულა და იმ შრომის დაკნინება, რაც იქნა გაწეული, ვფიქრობ, უადგილოა. მოლოდინი მქონდა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მიდგომებს წარმოაჩენდით, თუმცა ევროკავშირის არცერთი ქვეყნის მაგალითი გამომსვლელების მხრიდან დღეს არ დასახელებულა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, 2017-2018 წლებში გატარდა სისტემური რეფორმა და კონსტიტუციაში აისახა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები.

 

„მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელი ჩამოყალიბდა სისტემურად, გააზრებულად და ეს მოდელი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ვენეციის კომისიის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს მოდელი უმთავრესად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში და ეს მისთვის არის ფართოდ მისაღები. ამიტომ მოდელი სისტემური ხედვით გადაისინჯა და მოდელი შემოღებულია, რაზეც ვენეციის კომისიის დასკვნა დევს. შესაბამისად, სისტემური რეფორმა განხორციელდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R