საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს

მედია და საზოგადოება 22 მარტი 2021
ბავშვთა უფლებების საკითხებზე, პარლამენტის წევრებმა, ქალაქ რუსთავში შეხვედრები გამართეს
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ანა ბუჩუკურმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში არსებული ბავშვთა დღის ცენტრი და სადღეღამისო თავშესაფარი მოინახულეს.

პარლამენტის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად რუსთავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დღის ცენტრების სერვისებზე ინფორმაცია მოისმინეს და პრევენციული ზომების გატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ოჯახის გაძლიერების სერვისების გაუმჯობესებისთვის და ბავშვის საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებისთვის ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთობლივ, კოორდინირებულ მუშაობას განახორციელებენ.

„ბავშვთა უფლებების დაცვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი სამუშაო შეხვედრა და შესაბამისი ობიექტების დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაცია საშუალებას მოგვცემს ის სერვისები, რომლებიც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების დონეზე გვაქვს და უშუალოდ ბავშვებს, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უფლებების დაცვას ეხებათ, ქალაქ რუსთავში უფრო მეტად იყოს მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პირმა, ვინც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა და ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ბავშვთა დღის ცენტრებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ შეაფასა.

„ჩვენი მიზანია ადგილზე მოვინახულოთ დღის ცენტრები და გავეცნოთ იმ სერვისებს, რომლებსაც აღნიშნული ობიექტები არასრულწლოვანებისთვის ახორციელებენ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმსჯელებთ რა გამოწვევებია ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების“ კოდექსი შედარებით ახალი მიღებულია და ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კოდექსის სათანადო აღსრულება და ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტებს დავეხმაროთ თავიანთი ვალდებულებების სწორად და ეფექტიანად შესრულებაში“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბავშვთა დღის ცენტრების და თავშესაფრის მონახულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია ტაბაღუასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა მუნიციპალიტეტის ვალდებულებებსა და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მათი საქმიანობის შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R