საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ფონდის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 09 იანვარი 2020
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ფონდის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ფონდის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, XXI საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოდან გასულია მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქე, მნიშვნელოვანია დიასპორული ფონდის დაფუძნება, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში მოქმედი ათეულობით დიასპორული ორგანიზაციის თანამშრომლობას და გაზრდის ამ ურთიერთობებში სახელმწიფოს მონაწილეობას.

„დიასპორული ფონდის დაფუძნება მეტად მნიშვნელოვანია. ჩნდება ემიგრაციასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და მოლოდინები. ფონდის საქმიანობის მიზნებია დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანება და დიასპორული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა. ის პრიორიტეტულს ხდის სახელმწიფოს მხრიდან ფონდის მხარდაჭერას. უკანასკნელ პერიოდში, იტალიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ ემიგრაციასთან გამართულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული დიასპორული ორგანიზაციების კოორდინაციის აუცილებლობაში. განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ უცხოეთში მოღვაწე ის რიგითი დიასპორელები და საკვირაო სკოლების პედაგოგები, რომლებიც წლების განმავლობაში, ქართული ენის, ეროვნული ტრადიციებისა და იდენტობის შენარჩუნების მიზნით, უანგაროდ, ცარიელი ენთუზიაზმითა და დიდი სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეებს. მათთვის სამშობლოს სიყვარული არის მთავარი მოტივაცია და მსურს, რომ ეს დიასპორული მუხტი თან სდევდეს ჩვენს საქმიანობას. კომიტეტი მხარს დაუჭერს ფონდისა თუ სხვა დიასპორული ორგანიზაციის იმ პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ქართულ ემიგრაციასთან კავშირების გაღრმავებაში, დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო-კულტურულ, ეკონომიკურ და საინვესტიციო საქმიანობაში დიასპორული პოტენციალის გამოყენებასა და დიასპორის როლის გაზრდაში, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში“, - აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

მან წარმატებები უსურვა ახლადდაარსებულ ორგანიზაციას და თითოეულ დიასპორელს მიმართა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის 2020 წლის საშობაო ეპისტოლედან სიტყვებით: „უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე“.

ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი არის უცხოეთში მოღვაწე წარმატებული დიასპორელი თიკა სვანიძე-ვენკო, რომლის საქმიანობა როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში ცნობილია ბიზნესის წარმოების, დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის, კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მიმართულებებით. 

ფონდის დამფუძნებელმა გამოსვლისას, წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ დიასპორულ პროექტებზე ისაუბრა. „ამ კუთხით გაწეული საქმიანობის ანალიზმა დამარწმუნა ფონდის შექმნის აუცილებლობაში, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმატებული დიასპორული მოღვაწეობა და ამ კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევა“, - აღნიშნა თიკა სვანიძე-ვენკომ. 

გამართულ ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები: ენძელა მაჭავარიანი და თეიმურაზ ჭკუასელი, ასევე, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საპატრიარქოს, ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შემოქმედებითი გაერთიანებების, დიასპორული ორგანიზაციების, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ გახდება საუკეთესო მაგალითი ძლიერი და ერთიანი დიასპორული ორგანიზაციისა, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად, უზრუნველყოფს უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას და დიასპორის აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R