საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 04 თებერვალი 2020
ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ ნინუასთან და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახლად დანიშულ დირექტორთან, მუხრან გულაღაშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გაწეული საქმიანობა, ამასთან, განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს უკანასკნელ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ საგარეო და დიასპორულ პოლიტიკაზე. მიხეილ ნინუას თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ეტაპზე საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებაა, რაც ახლო და მომავალ პერსპექტივაში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და გამოვცვალეთ საელჩო და საკონსულო შენობები არაერთ ქალაქში: რომში, სადაც ძალიან დიდი დატვირთვაა, შვედეთში, ლონდონში, სტრასბურგში, პარიზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრიაში, ვენაში საელჩოსა და საკონსულოს საქმიანობა, სადაც მოხდა არა მარტო საოფისე ფართების კეთილმოწყობა, არამედ, სერვისებისა და მომსახურების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება“, - აღნიშნა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მუხრან გულაღაშვილი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა გენერალურ კონსულს თესალონიკში, არის გამოცდილი დიპლომატი, რაც ნიშანდობლივია, ვინაიდან იგი იცნობს დიასპორის ყველა ფენის საჭიროებებსა და გამოწვევებს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ საჭიროა ყოველდღიური კონტაქტები და ღია თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შორის. „უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ქართულ დიასპორებში არსებულ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება, ახალი ტიპის მექანიზმების შემუშავება, რისთვისაც აუცილებელია ორ უწყებას შორის ინფორმაციების დროული გაცვლა და ერთობლივი მჭიდრო მუშაობა“, - აღნიშნა მან.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, უახლეს პერიოდში, აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიასპორულ ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრების შედეგებზე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ წამოჭრილ საკითხებზე და მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მათზე რეაგირება.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ნავერიანი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ ახალი ერთობლივი პროექტების, მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R