საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის მაქსიმალურად შეკავებას ურჩევს

მედია და საზოგადოება 31 დეკემბერი 2023
ბექა ოდიშარია მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის მაქსიმალურად შეკავებას ურჩევს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მოქალაქეებს მიმართავს ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ, რათა არ დააზიანონ როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ჯანმრთელობა.


„ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს გაცილებით უფრო კრეატიული, უფრო მისაღები და უვნებელი საშუალებებით შეგვიძლია მოვუწყოთ ფერადი და ლამაზი ახალი წელი, ვიდრე ეს იაფფასიანი, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის სახიფათო, ფსიქიკის დამაზიანებელი და არანაირი ესთეტიკური ღირებულების მქონე პიროტექნიკაა.
ის არასოდეს ყოფილა ქართული შობა - ახალი წლის დღესასწაულების შეგებების, ქართული სუფრის ტრადიციის შემადგენელი ნაწილი.
ამიტომ, მოკრძალებით გთხოვთ, რომ ის თანხა, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება ერთი გასროლით ჰაერში გაფანტოთ, ვფიქრობ, სჯობს ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, ჩვენს ახლობლებს, მეზობლებს, საყვარელ შვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს მოვახმაროთ.
ეს, მართლაც დასაფასებელია და დიდი მადლი იქნება როგორც ამქვეყნად, ისე უფლის წინაშე შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


მისივე თქმით პიროტექნიკის დამაზიანებელი ქმედებები განსაკუთრებით მის სამაჟორიტარო - ძველი თბილისის რაიონზე აისახება, ვინაიდან ეს რაიონი ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.


„თუმცა ეს არ არის მხოლოდ თბილისელების და თბილისის პრობლემა. ამ ტიპის პრობლემები მთელ საქართველოში აწუხებს ადამიანებს და ვფიქრობ, ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულირების საგანი უნდა გახდეს!
მართალია ცვლილებით, რომელიც წინა პარლამენტში გვაქვს მიღებული, ხმაურიანი პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამდე სათანადოდ ვერ მივიტანეთ ეს, რაც მე, როგორც ცვლილებების თავდაპირველ ავტორს, ძალიან მაწუხებს. უნდა აღინიშნოს, რომ არც ადმინისტრირების პროცესი აღმოჩნდა ადვილი. ამიტომ, ჩვენი, “ქართული ოცნების”, გუნდის ლიდერები აქტიურად ვმუშაობთ, რომ საკითხი მხოლოდ კეთილ სურვილად არ დარჩეს, მანამდე კი ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


მისივე თქმით, კარგი იქნება, თუკი პიროტექნიკის მოხმარების თარიღები და ადგილები მკაცრად განსაზღვრული და მოქალაქეებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R