დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ბარვენაშვილი აირჩიეს
მედია და საზოგადოება 25 თებერვალი 2025

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ბარვენაშვილი აირჩიეს.
გიორგი ბარვენაშვილის კანდიდატურა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარუდგინა.
კომიტეტის წევრებმა გიორგი ბარვენაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
