საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას

მედია და საზოგადოება 08 Jul 2024
დავით სონღულაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი კანადაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიას ესწრებიან.

პარლამენტის წევრებმა ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და საპარლამენტო საკითხთა კომიტეტების მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.


პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე, რომელსაც საფრანგეთის სენატორი კრისტოფ ანდრე ფრასა თავმჯდომარეობდა, ფრანკოფონიის სივრცეში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების შესახებ მდგომარეობა მიმოიხილეს. გაკეთდა მოხსენებები წევრ ქვეყანებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა სიტყვით მიმართვისას რუსული ოკუპაციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.


„დავიწყებ უმთავრესი გამოწვევით - რუსული ოკუპაციით. უკვე მრავალი წელია, რაც საქართველო ამ გამოწვევას საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემით პასუხობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საფრთხეების შემცირების ნაცვლად, რეგიონი უფრო მეტად რთული ხდება და შესაბამისად, ყოველდღურად გვიწევს შექმნილ მძიმე ვითარებასთან გამკლავება. ასეთ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, დიდია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა. არაერთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი გვაქვს, როგორიცაა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და საბოლოო შედეგად კანდიდატის სტატუსის მიღება.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იყოს წარმატებული. საქართველოს არჩევანი არის ევროპა და ევროკავშირი. ეს გამყარებულია ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი ხალხის მისწრაფებით და ჩვენი ხელისუფლების ურყევი და თანმიმდევრული ნაბიჯებით.

ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგის გაღრმავება ჩვენს პარტნიორებთან, რაც საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის.
ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხშირია სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, რაც მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ.

ასეთი გამოწვევებით სავსე გზაზე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, ერთობლივი მუშაობით ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


საპარლამენტო საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო საკითხების შესახებ ისაუბრა ანტონ ობოლაშვილმა.


„მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. რთული პერიოდია რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და ასეთ პირობებში, ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ არჩევნები მშვიდობიან, სამართლიან, დემოკრატიულ ვითარებაში და თავისუფალ გარემოში გაიმართოს.

არ დარჩა მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საარჩევნო პროცესს, ხშირად უძლიერესი დეზინფორმაციული კამპანია არ უშლიდეს ხელს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია საქართველოშიც გამოიკვეთა. ხშირია შემთხვევები, როცა ორგანიზებული ჯგუფები, მათ შორის, ქვეყნის გარედანაც, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არჩევნების შედეგებზე გავლენას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციას ცდილობენ.

საქართველოს ხელისუფლების გამოწვევად რჩება ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის ყოველდღიური ბრძოლა.
ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის არჩევანს - ევროკავშირის წევრობას მივაღწიოთ. ვაცნობიერებთ, თუ რამდენად რთულ გზაზე გვიწევს სიარული და როგორ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ამ გზას წარმატებით გავივლით“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.


გარდა ამისა, კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს მოხსენების პროექტი თემაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ.


რეზოლუციის პროექტს ოფიციალურად პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R