დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ნოდარ ტურძელაძე აირჩიეს
მედია და საზოგადოება 28 სექტემბერი 2022

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, უმრავლესობის კვოტით, ნოდარ ტურძელაძე აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი მეძმარიაშვილი პარლამენტმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
