საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ და კომიტეტის წევრებმა თურქეთ - საქართველოს ბიზნესფორუმ „ჩვენებურების“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2022
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ და კომიტეტის წევრებმა თურქეთ - საქართველოს ბიზნესფორუმ „ჩვენებურების“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ, კომიტეტის წევრებმა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით პირველად გამართულ თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმ „ჩვენებურების“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

 

ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ასზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ეწვია. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა და ღონისძიების თანაორგანიზატორმა, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა.

 

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესსფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას, ასევე თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმზე ხაზი გაესვა საქართველო - თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, რადგან თურქეთი საქართველოს მთავარი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანაა.

 

ქართული მხარე მეზობელი ქვეყნის ინვესტორებს დივერსიფიცირებულ და მრავალფეროვან საინვესტიციო გარემოს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ამ კუთხით სრულყოფილად უნდა იქნას გამოყენებული თურქეთში ქართული ისტორიული დიასპორელების - „ჩვენებურების“ საინვესტიციო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი თურქეთის ეკონომიკურ და ბიზნესსექტორში.

 

აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

 

ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საქართველოს სამეწარმეო გარემო, კერძო სექტორისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი მექანიზმები, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. ფორუმის ფარგლებში ასევე საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები წარადგინე.

 

ბიზნესფორუმი „ჩვენებურები“ საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R