საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2025
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.


მომხსენებელმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის საკითხი 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის შესული ცვლილებებით ახლებურად დარეგულირდა.

 
„პირებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, ან ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით“, - განაცხადა რუსუდან კოხოძემ.


მისივე თქმით, 2018 წელს კანონში გაჩენილი ეს შესაძლებლობა დღემდე აქტუალურია, რასაც მოწმობს პირთა დიდი ინტერესი და მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი. მომხსენებლის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ განსაზღვრული მიმართვის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თანამემამულეებისთვის სერვისის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტოში დისტანციური მომსახურების სერვისი მოქმედებს, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ონლაინ, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გააკეთონ განცხადება მათთვის სასურველი სერვისის მისაღებად.
 

რუსუდან კოხოძემ კანონმდებლებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მაჩვენებლები 2018 წლიდან დღემდე სტაბილურად მზარდია.


როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გამარტივებისთვის, კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს სააგენტოსთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობას.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R