საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 თებერვალი 2022
დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გარშემო დაიწყო.

 

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის თემა დღეს ყველაზე მტკივნეული სწორედ საქართველოსთვისაა, ვინაიდან ის, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, დღეს უკრაინაში ხდება.

 

„იმედს ვიტოვებთ, რომ გაერთიანებული მსოფლიო, აგრესორი რუსეთის შეჩერებას შეძლებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და შეძლებისდაგვარად ყოველ მხრივ დავეხმარებით,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

შეხვედრა ძირითადად UNICEF-ის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი კვლევის მიხედვით, გურიის რეგიონის სოფლებში წყლის დაბინძურების საკითხს და მაშავის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს ეხებოდა, მათ შორისაა წყლის გასაფილტრი ინოვაციური სისტემების დანერგვის საკითხი.

 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „,შალომ კლუბ გურიამ“, სადაც მაშავის პროგრამის კურსდამთავრებულები არიან გაერთიანებული, გადაწყვიტა საქართველოში ჩამოიტანოს და დანერგოს სხვადასხვა დარგის თანამედროვე მიღწევები.

 

ერთ-ერთი პროექტი სწორედ წყლის გასაფილტრი სისტემების ჩამოტანა და დამონტაჟებაა.

 

ისრაელის საელჩომ, სხვა საელჩოებსა და ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით საპილოტე პროექტი 20-მდე სკოლაში უკვე დააფინანსა.

 

დიმიტრი ხუნდაძემ ისრაელის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა საქართველოში მაშავის პროგრამით განხორციელებული პროექტებისთვის, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში.

 

„შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა კვლევებით დგინდება, რომ წყლის დაბინძურება შეინიშნება საქართველოს უმრავლეს რეგიონში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ახალ პროექტთან დაკავშირებით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისრაელის საელჩოს მაშავის (MASHAV) პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი, ისრაელის კომპანია NUF წარმომადგენელი მინო ნეგრინი და არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურია“-ს ხელმძღვანელი ზაურ ოსეფაიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R