საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკა სეფაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 28 სექტემბერი 2022
ეკა სეფაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თემატური მომხსენებლის რანგში, ინდივიდუალურ ბიზნეს სუბიექტებს შეხვდა.


შეხვედრის მიზანს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და პარლამენტის მიერ 2022 წლის მარტში მიღებულ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ბიზნეს სუბიექტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა.


„ინდივიდუალური ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლებმა თავიანთი პოზიცია გამოხატეს. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა კანონის ზოგიერთი მუხლის უფრო მკაფიოდ განმარტება. ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია მკაფიო კრიტერიუმების არსებობა, რომელიც მუშაობაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მათს პრაქტიკაში კანონით განსაზღვრული ტიპის ურთიერთობები მომხმარებელთან უკვე არსებობს და ჯერჯერობით პრობლემები არ შექმნიათ საქონლის დაბრუნებისათვის შემუშავებული კრიტერიუმების შესრულებაში. თუმცა, ასევე აღმოჩნდა, რომ ისინი მაინც სიფრთხილით ეკიდებიან იმ პროცესს, რომელიც კანონის აღსრულების მომენტიდან დაიწყება. ფიქრობენ, რომ მათთვის კარგი იქნება დამატებითი კრიტერიუმების შემუშავება იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ნივთის დაბრუნება თუ შეკეთება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა სეფაშვილმა.


თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას უწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R