საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

მედია და საზოგადოება 29 მაისი 2025
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვივნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თბილისის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებს.


კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მე-10 და მე-11 საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.


„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ნაძალადევის რაიონის სკოლები. ვიმყოფებოდით მე-10 და მე-11 საჯარო სკოლებში, სადაც მშენებლობა აქტიურად, დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს. სულ მალე ქალაქს შეემატება კიდევ ორი ახალაშენებული, თანამედროვე სტანდარტების სკოლა. ასევე, დავათვალიერეთ რაიონის რამდენიმე სკოლა, სადაც გავეცანით იმ აუცილებელ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ეს სკოლები დგანან. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთობლივი ძალისხმევით მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება უახლოეს პერიოდში. ერთობლივი ძალისხმევით, ვაგრძელებთ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება.


„სულ მალე, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სკოლებში გააგრძელონ სწავლება. მე-10 და მე-11 სკოლა ერთად, დაახლოებით 1 500 ბავშვზეა გათვლილი და მოხარული ვარ, რომ მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.


დღესვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძესთან, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ანდღულაძესთან ერთად, 141-ე, 207-ე, 154-ე და 48-ე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.


„ამ სკოლებში ჩვენი სტუმრობის მიზანია, დროულად გადაიჭრას ის საჭიროებები, პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აწუხებთ ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს და მაქსიმალურად ეფექტიანად გაგრძელდეს როგორც სასწავლო, ისე სამშენებლო პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ნაძალადევის რაიონის დელეგატის, ირაკლი ხელაძის ინიციატივით, კანონმდებლებმა დღეს 6 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R