საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის დირექტორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 30 აპრილი 2024
გელა სამხარაული გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის დირექტორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დირექტორს ბიდიშა ბაროას შეხვდა.


მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში სასოფლო-სამეურნეო მონაცემთა სისტემის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ ინიციატივაზე - 50x2030, რომელსაც საქართველო 2022 წლიდან შეუერთდა.


ყურადღება ასევე გამახვილდა მონაცემთა ინტერპრეტაციისა და მათი გამოყენების, ანალიტიკური გადაწყვეტილებების და ძირითად სტატისტიკურ მონაცემებთან მომუშავე კადრის გადამზადების საკითხებზე.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გელა სამხარაულის ინიციატივის შესახებ, რომელიც „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონპროექტში იმ დამატების შეტანას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გააკეთოს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად საწარმოების რეესტრის მონაცემების ანალიზი, საპროგნოზო მონაცემების წარმოების მიზნით.


ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ფერმერთა და ფერმერული მეურნეობების რეგისტრაციის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ საინფორმაციო დოკუმენტის მომზადების საჭიროება, რომელიც შეიძლება დაინერგოს IFAD-თან და სამინისტროსთან თანამშრომლობით.


​„ჩვენი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო მონაცემთა სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მათ კიდევ უფრო უკეთესად განავითარონ საკუთარი მეურნეობა და დაგეგმონ პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობები. იმის გამო, რომ ამ მიმართულებით ფერმერებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, ისინი გარკვეული სახის პრობლემების წინაშე დგებიან, მათ შორის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრების ათვისების და გარკვეული პროგნოზების გაკეთების კუთხით, რაც ერთმნიშვნელოვნად აფერხებს მათი საქმიანობის განვითარებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერა, ფონდის დირექტორმა აღგვითქვა, რომ ფონდი ითანამშრომლებს ჩვენთან ანალიტიკური მხარდაჭერისა და გადამზადების მიმართულებით“, - განაცხადა გელა სამხარაულმა შეხვედრის შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R