საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 Apr 2024
გელა სამხარაული ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და 9-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის განათლებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე.

 

„ლიეტუველ კოლეგებს მადლობა გადავუხადეთ ტერიტორიული მთლიანობის და ევროინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისთვის. მათი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათი თანადგომა გარკვეულწილად გვეხმარება გავიაროთ ის გზა, რაც თავის დროზე, ლიეტუვამ გაიარა ევროკავშირის და ნატო-ს წევრობამდე. სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე საკითხებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით, რაზეც, ვფიქრობ, რომ ამომწურავად გავეცით პასუხი. ლიეტუვა ჩვენს სტუდენტებს ეხმარება, რომ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლონ, რისთვისაც მათ მიმართ მადლიერება გამოვხატეთ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

 

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს „თვინინგის“ პროგრამები, სადაც ლიეტუვა აქტიურად არის ჩართული. მნიშვნელოვანია, მათი გამოცდილება კოოპერატივების მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს. ეს არის მცირემიწიანობა და ნაკლებმოსავლიანობა. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ შემდგომში უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ და მათი გამოცდილება გავიზიაროთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R