საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2025
გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მცირე მეწარმეების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, დასაქმებისა და არასაკმარისი მუშახელის საკითხებზე.

„ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობები გადახედვას საჭიროებს.ზოგჯერ ამ ურთიერთობის მექანიზმებიც მოითხოვს დახვეწას და, შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემები დაგროვდა ბიზნესში, ჩვენი, პარლამენტის მოვალეობა არის, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რომ მათ უფრო მეტი შეძლონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამატებით შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს მეტად შეუწყობს ხელს, რომ უფრო ადვილი წვდომა ჰქონდეთ ბაზარზე, მათ შორის, ქვეყანაში არსებული დიდი ქსელური მარკეტების მეშვეობით.

„საჭიროა უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ ადგილობრივ პროდუქციაზე, ვინაიდან ეს როგორც წარმოების გაფართოებასა და გაზრდას, ასევე ეკონომიკის განვითარებას და, ზოგადად, სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა გამონახონ საერთო გზები და დიდი ქსელური მარკეტები დააინტერესონ ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობაში.
როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხს, რომელიც სურსათის დონაციას ითვალისწინებს.


„სურსათის დონაციის პროცესში დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია როგორც ქსელურ მარკეტებს და ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც მაქსიმალური ხელშეწყობაა საჭირო, რომ დონაციისთვის განკუთვნილი სურსათის დროულად მიწოდება მოხდეს იმ ადამიანებისათვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მიმაჩნია, რომ ბიზნესმა ამაში დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R