საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი გაბუნია და გიორგი სოსიაშვილი სტამბოლში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის (UTEF) გახსნის ცერემონიას დაესწრნენ

23 დეკემბერი 2025

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და კომიტეტის წევრი გიორგი სოსიაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბოლში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის (UTEF) გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

2025 წლის ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალის გახსნით ღონისძიებას სტამბოლის ბეიოღლუს სახელმწიფო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით, სტამბოლში გიორგი სოსიაშვილის თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის („პროზაული კრებული“, მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე) პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კომიტეტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს კონსული სტამბოლში ზაქარია მეგრელიშვილი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი.

ფესტივალი, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ტრაპიზონში გაგრძელდება, წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ტარიელ ფუტკარაძეს ეძღვნება. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ასევე, საქართველო-თურქეთის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ დამსწრე საზოგადოების წინაშე კულტურის კომიტეტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა.

აღნიშნული ფესტივალი ტრაპიზონში 2014 წელს დაარსდა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარებით ყოველწლიურად იმართება.

საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მწერლები, პოეტები და დრამატურგები მონაწილეობენ. ფესტივალის მიზანი ხალხთა შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაა.

ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი სხვადასხვა წლებში მიეძღვნა: შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, ოტია იოსელიანს, ნოდარ დუმბაძეს, ანა კალანდაძეს, ტარიელ ხარხელაურს.

სტამბოლის ბეიოღლუს სახელმწიფო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას თურქი მწერლები, ქართული დიასპორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R