საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი კახიანი: უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის გაკვეთილები და მათ შესახებ მომავალ თაობებსაც ვუამბოთ, რათა მსოფლიო იყოს უფრო ერთიანი სიძულვილთან, შეუწყნარებლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში

მედია და საზოგადოება 27 იანვარი 2025
გიორგი კახიანი: უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის გაკვეთილები და მათ შესახებ მომავალ თაობებსაც ვუამბოთ, რათა მსოფლიო იყოს უფრო ერთიანი სიძულვილთან, შეუწყნარებლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში

„უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის გაკვეთილები და მათ შესახებ მომავალ თაობებსაც ვუამბოთ, რათა მსოფლიო იყოს უფრო ერთიანი სიძულვილთან, შეუწყნარებლობასთან, ძალადობასა და სისასტიკესთან ბრძოლაში. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივის მიგების საუკეთესო გზა იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.


როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, ჰოლოკოსტი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და უმძიმესი მოვლენაა, რომლის დროსაც ექვსი მილიონი ებრაელი და კიდევ მრავალი სხვა უდანაშაულო ადამიანი სასტიკად განადგურდა.

„დღეს ვიხსენებთ თუ რა მასშტაბი შეიძლება მიიღოს ადამიანურმა სისასტიკემ და ამავდროულად, როგორი ძლიერი და მტკიცე სული შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რათა ამ ტრაგედიის შემდეგ ფეხზე დადგომა და ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. გადარჩენილი ადამიანების ისტორიები სიძლიერის, სიმამაცისა და გამძლეობის გასაოცარი მაგალითია. დღეს, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლებს, მხარდაჭერას ვუცხადებთ გადარჩენილებს და მათ ახლობლებს. გამოვხატავთ ისეთი მსოფლიოს შექმნის სურვილს, სადაც არ იქნება დისკრიმინაცია და ძალადობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.


მისი თქმით, ქართველი ხალხი ყოველთვის აფასებდა ებრაელ ხალხთან ისტორიულად მძლავრ ფესვებზე მდგარ მეგობრობას.


„ჩვენი ურთიერთობის ისტორია საუკუნეებს ითვლის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას ეფუძნება. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოდან წასული მრავალი ებრაელი ცხოვრობს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაადასტურა ებრაელებთან ძმური ურთიერთობის მიმართ ერთგულება. ჩვენ, ასევე, ვხედავთ ებრაელი თემის წვლილს ქართული საზოგადოების კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიული მეგობრობა განვითარებას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰადას მეიცადმა.


ისრაელის ელჩმა ისაუბრა ჰოლოკოსტზე და ებრაელი ერის განუზომელ დანაკარგზე. ელჩმა ხაზი გაუსვა ანტისემიტიზმის შემაშფოთებელ ზრდას მთელ მსოფლიოში და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, განსაკუთრებით როდესაც მომავალ თაობებზეა საუბარი.


მისი თქმით, საქართველოში, სადაც ტოლერანტობა საამაყო მემკვიდრეობაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ფასეულობების შენარჩუნება.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ჰოლოკოსტის ამსახველი ფოტოგამოფენა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა.


პარლამენტისა და ისრაელის საელჩოს მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ერთობლივ ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სახალხო დამცველი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R