საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი სოსიაშვილი ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2026
გიორგი სოსიაშვილი ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

 

„გილოცავთ ჩვენი სათაყვანებელი მამულიშვილის, დიდი ივანე ჯავახიშვილის დღეს. ეს გასაოცარი დღეა, ზეიმია თითოეული ქართველისთვის. ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრეობა გადაიბარა. ილიამ შექმნა საქართველო, ხოლო ამ ახალ საქართველოს ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერული სული, სუნთქვა შთაბერა. გავიხსენოთ მისი სიტყვები - „საჭიროა ხალხმა იცოდეს ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული ყალბი ამბები“. ეს მიანიშნებდა, რომ ის საქართველოს ისტორიის ახალი მესაძირკვლე ხდებოდა და მართლაც, ის ჩვენი ისტორიოგრაფიის პატრიარქი გახდა. ივანე ჯავახიშვილი ჭეშმარიტად მარტვილი იყო. მან მოწამეობრივი გზა გაიარა, წარმოუდგენლად დიდი წნეხის მიუხედავად, თავისი წილი ჯვარი ღირსეულად ზიდა და ბოლომდე მიიყვანა თავისი საქმე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

გიორგი სოსიაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

დიდი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები წარსდგნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R