გივი ჭიჭინაძემ საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი" პირველი სასწავლო წლის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელი„ პირველი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო- საგანმანათლებლო პროექტი „პატრიოტი დიასპორელი" ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში მათი ვიზიტის პერიოდში.
„ასეთი აქტივობები დიასპორელ მოზარდებს საშუალებას აძლევს შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია, მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს, შეინარჩუნონ კავშირი საქართველოსთან და თავიანთ ქვეყნებში ხელი შეუწყონ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, რის გამოც ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს პროექტებს". - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ღონისძიებაზე მადლობა გადაუხადეს პროექტის იდეის ავტორს, გერმანიაში მოღვაწე დიასპორელს - ნინო ციბაძეს.რომელმაც, მეუღლის,ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველის გიორგი მჭედლიშვილის, ა(ა)იპ ფონდის «საქართველოს ემიგრანტები» და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით წარმატებით განახორციელა აღნიშნული პროექტი საპილოტე რეჟიმში.
„პატრიოტი დიასპორელის პირველი სასწავლო წლის გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე; წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, თემური ჭეიშვილი; იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე; რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა ჩხეტიანი; კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მმართველი, ვაჟა ჯუღელი; პროექტის პარტნიორი სკოლების დირექტორები იმერეთიდან. საქართველოში პროექტის განმხორციელებელი ააიპ ფონდის „საქართველოს ემიგრანტების„ ხელმძღვანელი, ქეთევან კინწურაშვილი და ამავე ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი.
