საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგოთ ჩვენი იდენტობის დაცვა

მედია და საზოგადოება 11 მაისი 2024
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ გვსურს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგოთ ჩვენი იდენტობის დაცვა

„მახსოვს, 2015 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, მაშინ ღიმილით შევხვდით ამ პროცესს. თუმცა, ითქვა, რომ ეს იქნებოდა გადამდები და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამიტომაც გვინდა ჩვენ რომ მოხდეს პრევენცია და ძირითად კანონში იყოს ჩაწერილი, რომ ვერცერთმა სხვა ხელისუფლებამ შემდგომში ვერ შეძლოს იგივე“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მსოფლიოში დღეს აქტიურად მიმდინარეობს ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდა, თუმცა ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ოჯახურ ღირებულებებს და ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას.

„ის, რომ ჩვენ დავრჩებით იმ ერად, იმ ეთნოსად, რომელიც ბუნებრივად ვერ მიიღებს ვერასოდეს ამას ნორმად, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ სამართლებრივადაც ჩვენ გვჭირდება გამართული საკონსტიტუციო ნორმები და კანონები. ჩვენ გვინდა, რომ საკანონმდებლო დონეზე მოვაწესრიგოთ ჩვენი იდენტობის დაცვა. ჩვენ ამას მოვახერხებთ, რომ ჩვენი სლოგანი ყოველთვის იყოს - მამული, ენა, სარწმუნოება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R