საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ილია ინჯია სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 04 Nov 2025
ილია ინჯია სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემის რეფორმას, დიასპორის როლს საქართველოს განვითარებაში და კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც რამდენიმე პოლიტიკური პარტიის აკრძალვას შეეხება.


​„სტუდენტებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ განათლების სისტემის რეფორმაზე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება. სწორედ ეს არის განათლების რეფორმის მთავარი იდეა და მიზანი, რომ საქართველოში განათლების სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ვიმსჯელეთ დიასპორის როლზე. განვიხილეთ, თუ რა შესაძლებლობები უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისთვის, რომ დიასპორა გახდეს უფრო მჭიდროდ ჩართული საქართველოს განვითარებაში და მათი ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელიც რამდენიმე პარტიის აკრძალვის საკითხს შეეხება. ვფიქრობ, ასეთი ღია საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს ჩართულობისთვის და გამოხატული ინტერესისთვის“, - აღნიშნა ილია ინჯიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R