ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სამსახურში
სასწავლო ცენტრი 24 ივნისი 2024

19 და 21 ივნისს სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სამსახურში“, რომელიც განკუთვნილი იყო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ჩატჯიპიტის (ChatGPT), კოპაილოტისა (Copilot) და ჯემინის (Gemini) შესაძლებლობებს, რაც მათი ყოველდღიური სამუშაოს გამარტივებას შეუწყობს ხელს.
მონაწილეთა ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულ თემაზე ტრენინგები კვლავაც გაგრძელდება.
