საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2026
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით, 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა, საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 

„საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება ის გამოწვევაა, რომელიც ჯერ ისევ დგას დღის წესრიგში. ამ კუთხით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელშესახებ შედეგებს ვაღწევთ და ეს არა მხოლოდ დედაქალაქს და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ეს პოლიტიკა რეგიონებშიც აისახება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული ხედვა და პოლიტიკა აქვს, რომელიც საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში 24 საათიან ხარისხიანი წყლის მიწოდების საკითხს ეხება. ამ მიზნის მიღწევის გზის შუაში ვართ და ეს იმ მემკვიდრეობით არის განპირობებული, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გვერგო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ გამოწვევების დასაძლევად როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორი ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

 

„საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების შესაქმნელად დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ამ სამუშაოებში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლიც.წყლით მომარაგების საპროექტო სამუშაოების ხარისხიანი შესრულება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ეს ის გამოწვევა იყო, რომელიც შემდგომში, უკვე ექსპლუატაციისას წარმოქმნიდა პრობლემებს. ეს გადახდისუნარიანობაზეც აისახებოდა. ახლა იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები მინიმუმამდე შემცირდეს და სამომავლოდ საერთოდ აღმოიფხვრას. ასევე მნიშვნელოვანია, რეგიონებში სარწყავი და სასმელი წყლის ფასის რეგულაცია. ამიტომ, როდესაც ტარიფსა და წყალმომარაგებაზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ტექნიკური, ანუ სარწყავი წყლის სინქრონიზაცია. თუ ეს საკითხი არ მოწესრიგდა, სოფლად სულ გვექნება იმის პრობლემა, რომ სასმელ წყალს სარწყავი მიზნებითაც გამოიყენებენ. ეს ძალიან ამცირებს ეფექტიანობის ხარისხს. ეს ის გამოწვევაა, რომელზეც ვმუშაობთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

საერთაშორისო ფორუმი კომპანიების - Aqualia-სა და GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და სემეკის წარმომადგენლებმა, წყლის რესურსების დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R