საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

მეგობრობის ჯგუფები 07 აპრილი 2025
ირაკლი ქადაგიშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის იაშირო აისავას მიწვევის საფუძველზე შედგა, ირაკლი ქადაგიშვილი თავის იაპონელ კოლეგას, პარლამენტის რეგიონური განახლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ტანი კოიჩის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და რეგიონული მოწყობის და პოლიტიკის საკითხებზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გაძლიერებასა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს იაშირო აისავამ და ირაკლი ქადაგიშვილმა. იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მეგობრობის ჯგუფებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვა.


ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ იაპონიის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის იაშირო აისავას და იაპონიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა. მანვე საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის სახელით, იაპონელი კანონმდებლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასეს. ტადაჰარუ უეჰარას თქმით, საქართველო მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან წლების წინ იგი საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იყო და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით საქმიანობდა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, საქართველოში იაპონელი სტარტაპების ვიზიტი იგეგმება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო უმასპინძლებს. ირაკლი ქადაგიშვილი სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებას და პროცესების მხარდასაჭერად პარლამენტის ჩართულობის მზადყოფნას მიესალმა.


იაპონიაში ირაკლი ქადაგიშვილის შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.


იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან ერთად ქალაქ უშიკუს ესტუმრა. ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია იაპონური დელეგაციის თელავში ვიზიტის დროს გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R