ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 22 მარტი 2024

რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ირაკლი შატაკიშვილმა პარლამენტარიზმის ისტორიაზე, კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაზე ისაუბრა.
დეპუტატმა და მოსწავლეებმა იმიტირებული კომიტეტის სხდომა გამართეს, სადაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.
