საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი შატაკიშვილი: პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებაა, საზოგადოება ფარული საფრთხეებისგან დაიცვას

მედია და საზოგადოება 12 მაისი 2024
ირაკლი შატაკიშვილი: პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებაა, საზოგადოება ფარული საფრთხეებისგან დაიცვას

„ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ისეთ საკითხებზე შეთანხმებულები, რომლებიც შეიძლება შავით თეთრზე დაწერას საერთოდ არ საჭიროებდეს, რადგან ისედაც ნათელია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ერთობაა“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა ბორჯომში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქორწინების განმარტება განისაზღვრა, დღეისათვის საზოგადოება მაინც ფარული საფრთხეების წინაშე დგას.

„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ვალდებულებაა, რომ საზოგადოება ისეთი ფარული საფრთხეებისგან დაიცვას, რომლებიც, ერთი შეხედვით, ისე უვნებლად შემოგვეპარება ხოლმე, რომ საერთოდ ვერ დავინახავთ და ძალიან დიდი და ღრმა შინაარსის მატარებელია. ჩვენი ვალდებულებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი დაკვეთაც ის იქნება, რომ შევქმნათ ისეთი კანონმდებლობითი გარანტიები, რომლებიც მსგავს საფრთხეებს, განსაკუთრებით ჩვენს მცირეწლოვან შვილებს აარიდებს“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R