საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ზარქუა - დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2025
ირაკლი ზარქუა - დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა

„მსურს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივმართო: ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ხელისუფლების წარმომადგენლები ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დიასპორასა და ჩვენს ქვეყანას შორის კავშირი. ეს დამოკიდებულება ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ. დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.


ირაკლი ზარქუამ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე დიასპორასთან ერთად კატალონიაში ვიზეიმე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, ქორეოგრაფს და სასულიერო პირს, ვინც ცდილობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ღირებულებები და კულტურა შეუნარჩუნოს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.


მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გრანტებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.


„სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე და ცდილობს მშვიდობიან საქართველოში დაგაბრუნოთ. მსოფლიო გადანაწილებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეს გავაკეთეთ. ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ეკონომიკური განვითარება და კონკურენტული სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი დახმარებით ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R