ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სამსახურში

2024 წლის 5 ივლისს, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სამსახურში". ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერი.
ტრენინგი იყო ინტერაქტიული და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:
ხელოვნური ინტელექტის ზოგადი შესაძლებლობები;
ხელოვნური ინტელექტის სამი ცნობილი პლატფორმა: ჩატჯიპიტი (ChatGPT), კოპაილოტი (Copilot) და ჯემინი (Gemini);
ჩატჯიპიტის (ChatGPT) გამოყენება ოფიციალური მეილების, კვლევების და სხვა ტექსტების შექმნისთვის;
კოპაილოტის (Copilot) და ჯემინის (Gemini) გამოყენება ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზისთვის.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემა, რაც მისცემთ შესაძლებლობას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები გამოიყენონ სამსახურებრივ საქმიანობაში.
