საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

მედია და საზოგადოება 08 მაისი 2025
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 %, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.3 % შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდა იანვარში 11.1 %, ხოლო თებერვალში - 7.7 % დაფიქსირდა.


2025 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.7%-ის დონეზეა.


2025 წლის მარტში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.2 %-ით გამყარდა და 2.78 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გაუფასურდა 1.4 %-ით.


2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 618.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


2025 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 406 300.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.


2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 581 211.3 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 700 392.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.

„რაც შეეხება უწყებების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, ახლად ჩამოყალიბებული კულტურის სამინისტროს შემთხვევაში, 45 მლნ ლარია ათვისებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პროგრამა შეფერხებულია. ყველა პროგრამა აქტიურ ფაზაშია და მეორე კვარტალშიც კარგი მაჩვენებელი იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯამში 50, 2 მლნ. ლარი აქვს ათვისებული. დიასპორის ნაწილში, პირველ კვარტალში არ ყოფილა აქტივობები, რადგან მეორე და მესამე კვარტალშია დაგეგმილი ღონისძიებები. სპორტის ნაწილში შესრულება 73 მლნ ლარზე მეტია. ჩემპიონატები დაგეგმილია მეორე- მესამე კვარტალში და ამ მიმართულებითაც არ გვაქვს შეფერხება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


კომიტეტებმა წარდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R