კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
მედია და საზოგადოება 04 დეკემბერი 2025

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების გეგმის თაობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურული პოტენციალის გაძლიერების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე, რაც კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
აღინიშნა, რომ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა და კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონის კულტურული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.
