საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძე სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრო 

მედია და საზოგადოება 31 Mar 2026
მაია ბითაძე სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრო 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ქალაქ თელავში, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრნენ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია Wasteless-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და ბატარეების ნარჩენების შეგროვების კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.


აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, კახეთი შერჩეულია საპილოტე რეგიონად, რაც გულისხმობს რეგიონის საჯარო სკოლებში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შემგროვებელი ყუთების განთავსებას.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. 

„საქართველოს პარლამენტის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, რომლის პრაქტიკული განხორციელება, მათ შორის, მოიცავს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის კოდექსი, რის შემდეგაც ნარჩენების მართვა იქცა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ნარჩენების მართვის კულტურის გაუმჯობესება და გრძელვადიანი გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა”, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ კახეთის მუნიციპალიტეტების მერები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R