საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 18 ნოემბერი 2025
მაია ბითაძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის  წევრმა მაია ბითაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ სტამბულში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მიიღეს მონაწილეობა.


მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თურქეთს სტუმართმოყვარეობისთვის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას სტამბოლში ჩვენი შეხვედრის მასპინძლობისთვის. წლევანდელი თემა - „მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება დიალოგის გზით", უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. იმ დროს, როდესაც გლობალური ვაჭრობა, დაკავშირებადობა და მდგრადი ზრდა კვლავ მშვიდობის საფუძველია, ჩვენი, როგორც პარლამენტარების პასუხისმგებლობა უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე. დღევანდელი საერთაშორისო გარემო გაურკვევლობით ხასიათდება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე ოკუპაცია ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ღრმა ზეწოლას ასახავს. ამ ვითარებაში, წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია”, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისი თქმით, საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესს.


„ეს რეალურ შესაძლებლობას ქმნის რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის სახელმწიფო, საქართველო მზადაა დარჩეს ნეიტრალური და საიმედო პარტნიორი, ხელი შეუწყოს მდგრად კავშირსა და მდგრადობას მთელ ჩვენს რეგიონში. ფაქტები თავისთავად მეტყველებს. საქართველოს როლი შუა დერეფანში სწრაფად იზრდება: მხოლოდ 2024 წელს, სატრანსპორტო ნაკადის მოცულობა 62%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზის მოდერნიზაცია სწრაფად ზრდის მის გამტარუნარიანობას. ამავდროულად, ახალი მაგისტრალების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების პროექტირება და მშენებლობა, წყალქვეშა კაბელის პროექტი სტრატეგიულ პოტენციალთან ერთად, გაცილებით მეტს წარმოადგენს, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ისინი ქმნიან საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველს, უზრუნველყოფენ ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო და საიმედო მარშრუტს, ამცირებენ გეოპოლიტიკურ რისკებს და აძლიერებენ ინვესტორების ნდობას. მაგრამ, ეს ყველაფერი შეუძლებელია ქვეყანაში მშვიდობის, გამჭვირვალე მმართველობისა და საგარეო სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე - რაც ჰელსინკის საბოლოო აქტის ძირითადი ვალდებულებაა. სწორედ ამიტომ უნდა ვისაუბროთ გულწრფელად ეუთო-ს როლთან დაკავშირებით”, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


მისივე თქმით, ბოლო დროს ზოგიერთმა აქტორმა სცადა ეუთო-ს ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოში.


„ასეთი ჩარევა ძირს უთხრის ნდობას, აღვივებს პოლარიზაციას და ასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას, იმ დროს, როდესაც რეგიონი ებრძვის ომებს, დეზინფორმაციას, კლიმატურ კრიზისს და რესურსების დეფიციტს. მხოლოდ სანდო, მიუკერძოებელ ეუთო-ს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მდგრადობას და იყოს პლატფორმა ნამდვილი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. საქართველო ატარებს თავის ზომაზე გაცილებით დიდ ღირებულებებს: თავისუფლებას, სუვერენიტეტს, მშვიდობასა და დაკავშირებადობას. როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს თავისი როლი როგორც საიმედო პარტნიორმა და მნიშვნელოვანმა ჰაბმა - ხელი შეუწყოს უსაფრთხო ვაჭრობას, მდგრად მიწოდების ჯაჭვს და საერთო კეთილდღეობას სულ უფრო რთულ გლობალურ გარემოში", - აღნიშნა მაია ბითაძემ საკუთარ გამოსვლაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R