საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 11 Dec 2025
მაია ბითაძემ ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლებმა, ვენაში, ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღეს მონაწილეობა.


საპარლამენტო პლენუმში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეები.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც რეგიონის ენერგეტიკული მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩარჩოს ფარგლებში ბოლო წლებში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.


„ჩვენ შევიმუშავეთ ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმა (NECP) და დავიწყეთ MRV (მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების) სისტემის განვითარება. პარლამენტი მიმდინარე წელს პირველი მოსმენით მიიღებს ამ სისტემის დანერგვისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. გარდა ამისა, ვასრულებთ „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც დანერგავს ემისიებით ვაჭრობის სისტემას და განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას კლიმატნეიტრალურობისკენ. ამასთან, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა რეგიონში შეიქმნას სანდო და თანამედროვე ენერგოსისტემა. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და შუა დერეფნის მეშვეობით გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს. ხაზგასასმელია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროკავშირმა უკვე აღიარა ორმხრივი ინტერესის პროექტად (PMI) საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის ფარგლებში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


საპარლამენტო პლენუმის ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა არტურ ლორკოვსკიმ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრირების მნიშვნელობაზე, რომელიც არის ყველაზე ეფექტური გზა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, ინვესტიციების ხელშეწყობისა და კლიმატის ცვლილების მიზნების მისაღწევად. ასევე, ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECPs) შემუშავებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R