საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში Georgia Rubberized Asphalt Summit 2026

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2026
მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში Georgia Rubberized Asphalt Summit 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა.

კონფერენცია კომპანიების - Tegeta Green Planet-ისა და Wasteless-ის მიერ იყო ორგანიზებული, საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის - Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით.


კონფერენციაზე გზების მშენებლობის თანამედროვე მიდგომები და ინოვაციური ტექნოლოგიები განიხილეს, რომლებიც  ინფრასტრუქტურის გრძელვადიან გამძლეობას, ეკონომიკურ ეფექტიანობასა და გარემოსდაცვით მდგრადობას უზრუნველყოფს.

მაია ბითაძემ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე იმ მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგია, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს დავიწყეთ, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში ნარჩენების მართვის კოდექსი შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ნარჩენების მართვა ეკონომიკის განვითარების ახალ მიმართულებად, რაც იმით დასტურდება, რომ დღეს ვსაუბრობთ საბურავის, როგორც ნარჩენის გადამუშავებასა და კვლავ ეკონომიკურ ციკლში დაბრუნებაზე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმები მომავალში უფრო განვითარდება ინოვაციური მიდგომებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის საფუძველზე, რაც მყარ წინაპირობას შექმნის მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენებისთვის. 

საერთაშორისო კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ გზის ინჟინერიის სფეროს საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის, Rubberized Asphalt Foundation-ის თავმჯდომარე, დოქტორი ჯორჯ ბ. უეი, Consulpav International-ის თავმჯდომარე, დოქტორი ჟორჟე ბ. სოუზა და ტრანსპორტის ინჟინერიის ექსპერტი, პროფესორი შაქირ შატნავი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R