საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე სკოლა „ახალი თაობის“ კამპუსების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 29 სექტემბერი 2025
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე სკოლა „ახალი თაობის“ კამპუსების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სკოლა „ახალი თაობის“ ახალი კამპუსების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.


​მარიამ ლაშხმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი კამპუსების გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


„პირველი რიგში, მინდა მოგილოცოთ ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლის დაწყება. ზოგადად, ბავშვები სკოლაში არამარტო განათლებას, არამედ იმ ძირითად უნარ-ჩვევებსაც იძენენ, რაც შემდგომ მათ თავისუფალ მოქალაქედ ფორმირებაში ეხმარებათ და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას ასეთი საგანმანათლებლო სივრცე შეემატა, სადაც ჩვენი შვილების მომავალზე იზრუნებენ. საქართველოს პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით მინდა ჩვენი მზადყოფნა დაგიდასტუროთ, რომ საკანონმდებლო კუთხით, თქვენი უკეთესი მომავლისთვის და განათლებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ , - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.


„ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებით და მჯერა, რომ დღევანდელი დღე თითოეული თქვენგანისთვის დასამახსოვრებელი იქნება. სკოლის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წელი ამ სივრცეში დაიწყოს. განათლების მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა. გასულ წელს, პარლამენტმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი მიიღო, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაეფუძნა. გეგმა, რომლითაც თითოეული მოსწავლის აღზრდა და სწავლება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში უნდა ხორციელდებოდეს. კიდევ ბევრი რეფორმაა დაგეგმილი იმისთვის, რომ ყველა აუცილებელი სტანდარტი საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო დახვეწილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


​მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სკოლის კამპუსების საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, რობოტექნიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და მოედნები დაათვალიერეს.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R