საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 06 მაისი 2026
მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.


მარიამ ლაშხმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და კომაროვის სკოლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.


„დღევანდელი დღე აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს და გვახსენებს, რომ განათლება პროგრესისა და განვითარების მთავარი საფუძველია. საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა განსაზღვრავს იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც უნდა იყოს აგებული საგანმანათლებლო სისტემა. ის გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე, პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე, ინკლუზიასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. სწორედ ასეთი გარემოა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში. ჩვენი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მომავალ თაობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

საიუბილეო ღონისძიებაზე კომაროვის სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა მოწვეულ სტუმრებს სკოლის განვითარების ისტორია გააცნო.


ღონისძიების ფარგლებში, კომაროვის სკოლის პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის და სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R