საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

მედია და საზოგადოება 26 ნოემბერი 2024
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, ანრი ოხანაშვილისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამისთვის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.


ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ძლიერი, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს თანასწორი შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ემსახურებიან მათ.


​მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმიანობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გააგრძელებს.


„პირველი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა. ამ მიმართულებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის რეფორმა, მათ შორის, საუბარია „მიწის კოდექსის“ შემუშავებაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება კოდიფიკაციას, შეეხება ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით კონკრეტულ საქმიანობას. კერძოდ, სამინისტრო პროაქტიულად განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების იდენტიფიცირებას, ჰარმონიზაციას და მათთან დაახლოების პროცესის მონიტორინგს, უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.


როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამინისტროს საქმიანობის მეორე ძირითადი მიმართულება არის მოქალაქეებისათვის სერვისების უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომობა და ამ კუთხით, 2028 წლისთვის დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის მოქმედების არეალის სრულად დაფარვა.


პრაქტიკულად, ამ მიმართულებით გაგრძელდება მობილური იუსტიციის სახელების პროექტიც. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით.


„სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას და ასევე, იზრუნებს ამ სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე. ასევე, პრობაციის სამსახურის განვითარების კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია შემდეგ საკითხებზე - გაგრძელდება და გაფართოვდება პენიტენციური დაწესებულებების მაღალი სტანდარტით მშენებლობის, კაპიტალური რემონტის, რეაბილიტაციის და აღჭურვის პროცესი. განახლდება მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამები. ასევე, საჭიროების მიხედვით შემუშავდება ახალი პროგრამები და გაიზრდება პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.


მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება იქნება წარმომადგენლობითი ფუნქცია უცხო ქვეყნების საერთაშორისო არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.


​სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.


კომიტეტების წევრებმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის არჩევასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R