პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი აირჩიეს
პლენარული სხდომები 11 დეკემბერი 2024

საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი აირჩია.
მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი კახიანს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
