საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2024
პარლამენტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.


ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.


ლევან იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციებზე, რომლებიც 2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა და ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც საჭიროებს.


„2023 წელს, სახალხო დამცველის აპარატში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შემოვიდა 4849 განცხადება, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 17 567 ზარი. 2023 წელს გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა. მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს წარედგინათ. მომზადდა 3 კონსტიტუციური სარჩელი. 23 „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება და 3 კომუნიკაცია გაიგზავნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა, რაც ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.


ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე და კანონმდებლებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია.


2022 წელს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 281 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს 63 წინადადებით მიმართა.


„281 რეკომენდაციიდან 263 რეკომენდაცია სახელმწიფო ორგანოებს მიემართებოდა. მათგან სრულად შესრულდა 11%, ნაწილობრივ შესრულდა - 19%, არ შესრულდა - 52%. უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით ვერ შეფასდა 6%, ხოლო ობიექტური მიზეზით ვერ შეფასდა 10%. რაც შეეხება 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიმართ გაცემული წინადადებების შესრულების მდგომარეობას, პრეზიდენტის მიმართ გაცემული 1 წინადადება სრულად შესრულდა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მიმართ გაცემული 62 წინადადებიდან 48 არ შესრულდა, 4 - ნაწილობრივ, ხოლო 10 - სრულად შესრულდა. შესაბამისად, ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ რეკომენდაციების შესრულების ზოგადი მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.


ლევან იოსელიანის განმარტებით, მისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა წარმოადგენს. მან ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებასა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის უფლებების დაცვა კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან.


სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ იმ ტენდენციებზეც ისაუბრა, რაც ხელისუფლების მხრიდან 2023 წელს სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებდა. მან მიმოიხილა პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებსა და საცხოვრისებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ასევე ხაზგასმით აღნიშნა ოჯახებში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა.


მისი თქმით, სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, ასევე გამოწვევად რჩება ეკომიგრანტთა განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე, მნიშვნელოვანია ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციისთვის ბილინგვური განათლების დანერგვა, კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად.
ომბუდსმენმა ყურადღება ასევე გაამახვილა გენდერული თანასწორობის მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებსა და ფემიციდის შემთხვევებზე.


როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, 2023 წელს, არაერთი მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა დიდი ძალისხმევა.


ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R