საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა

პლენარული სხდომები 03 Dec 2021
პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა.

 

თეა წულუკიანის განაცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის ინიციატივით მიღებული კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ანგარიში 2021 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

 

„განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან გამოცალკევების პროცესი იყო საკმაოდ მძიმე და კომპლექსური, მიუხედავად იმისა, რომ ორი სამინისტროს გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ვინაიდან ყოველგვარი ინსტიტუციური ამგვარი რეორგანიზაციები მოითხოვს ბევრ დროს და დანახარჯს. სამინისტროში კულტურის მიმართულებით შეიქმნა ორი ახალი დეპარტამენტი: კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტები. ჩვენ, ასევე, ცალკე ჩამოვაყალიბეთ მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული 93 სპორტული ფედერაციიდან, რომლებსაც სამართლებრივად სხვადასხვა ფორმა აქვთ, 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია, ჯამურად, ბიუჯეტიდან 98 მილიონ 600 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს რაგბს და კალათბურთს.

 

„ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში, არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის, რა თქმა უნდა, ის სპორტის სახეობები, რომლითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, სპორტის უნივერსიტეტი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის უნდა აღდგეს.

 

მინისტრის განცხადებით, ახლიდან მოხდება ახალგაზრდობის სააგენტოს როლის განსაზღვრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

 

თავის გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა ლიტერატურულ პრემიებზე, მათ შორის, პრემია „ლიტერაზე”.

 

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.

 

თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

 

„მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, მომავალ წელს მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება.

 

თეა წულუკიანმა თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა პირველ იანვარს ეწურება.

 

„ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მინისტრმა მუზეუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღდგება.

 

„ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ, რათა დავინახოთ რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, სახელოვნებო განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.

 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R