საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

მედია და საზოგადოება 29 მაისი 2025
პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა.

„საქართველოს პარლამენტში უკვე ტრადიციად იქცა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრა, სადაც ვსაუბრობთ, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისგან შორს ცხოვრება და როგორ უნდა მოხდეს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება. ასევე, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა შეუქმნას აღმასრულებელ ხელისუფლებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს დიასპორის საკითხებს და 1 ივლისიდან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს დიასპორის კომიტეტი ეწოდება.

„ჩვენთვის თქვენი ხმა, თქვენი იდეები, თქვენი სურვილები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მზად ვართ, მოგისმინოთ და გავიგოთ, რა შეიძლება გაკეთდეს. როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტით ვიმყოფები, მიხარია, რომ ვხედავ ქართულ დიასპორას, რომლის წევრებიც კონკრეტულ ქვეყანაში პატივცემული და წარმატებული ადამიანები არიან. ზუსტად ეს არის ქვეყნის ელჩობა, როდესაც ჩვენს დიასპორას ადგილსამყოფელი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან აქვს კომუნიკაცია და მათ ქართულ კულტურას, ქართულ ისტორიას აცნობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უცხოეთში საკვირაო სკოლების მასწავლებლებს.

„მადლობა მასწავლებლებს, რომლებიც ქართულ ენას, ლიტერატურას და ქართული ცხოვრების წესს ასწავლიან. დიასპორელი ბავშვი, რომელიც მრავალჟამიერს გიმღერებს, ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ უკეთესები ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლოთ დიასპორულ ფორუმში მონაწილე წარმატებულ თანამემამულეებს. მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დიასპორის დღე. ეს ღონისძიებები იმისთვის იმართება, რომ კიდევ ერთხელ ყველამ გავიაზროთ, გავითავისოთ, რომ დიასპორა, სამშობლო, სახელმწიფო - ეს ერთია. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება, რომ დიასპორისთვის, მათი დაბრუნებისთვის მშვიდობიანი ნიადაგი შექმნას. ვცდილობთ, მსოფლიო დიდ გადანაწილებაში საქართველო გამარჯვებული გამოვიდეს, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ენა, მამული და სარწმუნოება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ქართველ დიასპორელებს სიტყვით ასევე მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დიასპორისა და კულტურის საკითხებში ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიების დასასრულს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R