რატი იონათამიშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა
მედია და საზოგადოება 12 ივნისი 2024

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა.
შეხვედრაზე რატი იონათამიშვილმა სარა მინკარას საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პროგრესი და გამოწვევები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მე-17 ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება 11-13 ივნისს გაეროს ნიუ-იორკის ოფისში მიმდინარეობს.
