საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

მედია და საზოგადოება 12 ივნისი 2026
რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-19 ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციის მთავარ თემას ცვალებად სამყაროში მიღწევების აღნიშვნა, მათი კონსოლიდაცია და განხორციელების შემდეგი ფაზის ჩამოყალიბება წარმოადგენს. 

თავის გამოსვლაში რატი იონათამიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, წლების განმავლობაში განახორციელა.


როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მთავარ მიღწევებს შორისაა:

• საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება: ახალი, ევროპული სტანდარტის კანონის მიღება შშმ პირთა უფლებების შესახებ, ფიზიკური და ვებ-მისაწვდომობის მარეგულირებელი კანონების ამოქმედება;
• ფინანსური და სოციალური მხარდაჭერა: სოციალური სერვისების ბიუჯეტის ხუთჯერ გაზრდა და სოციალური პაკეტის ინდექსაცია;
• დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა: პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დანერგვა;
• ინკლუზია და აღიარება: ჟესტური ენის სახელმწიფო დონეზე აღიარება, ინკლუზიური განათლებისა და პარალიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვანი გაძლიერება.

პოზიტიურ რეფორმებთან ერთად, რატი იონათამიშვილმა ასამბლეის ყურადღება უმწვავეს პრობლემებზე გაამახვილა.


​მან ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირების მძიმე უფლებრივ კრიზისს, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მუდმივ რეაგირებას მოითხოვს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R