საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

განცხადებები 08 Sep 2022

ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

 

შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება.

 

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ.

 

დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ.

 

ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია:

 

პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება;

 

მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს.

 

აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან.

 

ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R